უნგრეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
“სანამ უკრაინა ნავთობს არ მოგვაწვდის, ის უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შევინარჩუნებთ ბენზინის ფიქსირებულ ფასებს და შემცირებულ გაზის ტარიფებს“, – განაცხადა ორბანმა.