“როდესაც ნაკრების კაპიტანი ხარ, უფრო მობილიზებული უნდა გახდე და შევეცდები, ასეთი ვიყო“ – ხვიჩა კვარაცხელია
“რას ნიშნავს ჩემთვის კაპიტნობა და რა მიზნები მაქვს? ეს პასუხისმგებლობაა, მით უფრო, რომ კანკავას და კაშიას კაპიტნობის დროს დავიწყე ნაკრებში თამაში. შევეცდები, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო”, – ამის შესახებ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალმა კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც ნაკრების კაპიტანი ხარ, უფრო მეტად მობილიზებული უნდა გახდე.
“უპირველესად მინდა, რომ საქართველოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება მივუსამძიმრო. ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა.
რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ. თუმცა, როდესაც ნაკრების კაპიტანი ხარ, უფრო მობილიზებული უნდა გახდე და შევეცდები, ასეთი ვიყო“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.