იოჰანეს ჰანი: ვიმედოვნებ, რომ შემდეგ კვირას ჩვენ გვექნება სავიზო რეჟიმის რეალური ლიბერალიზაცია საქართველოსთან

ვიმედოვნებ, რომ შემდეგ კვირას ჩვენ გვექნება სავიზო რეჟიმის რეალური ლიბერალიზაცია საქართველოსთან, საქართველომ ეს დაიმსახურა”, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
ჰანი თვლის, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას. „ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველომ 2015 წლიდან აიღო, შესრულებულია“, – განაცხადა ჰანმა. შეგახსენებთ რომ, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა 2 თებერვალსაა ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები