გადავარჩინოთ ზუგდიდის თეატრი
26 იანვარს, 16 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი საქველმოქმედო აქციას გამართავს. თეატრის დასი სპექტაკლს “ფიფქია და 7 ჯუჯა” ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასახმარებლად გამართავს. შემოსული თანხა მთლიანად ზუგდიდის თეატრის ანგარიშზე გადაირიცხება. შეგახსენეთ, ზუგდიდის თეატრი დანგრევის პირასაა. შენობას აწვიმს, კედლები გაბზარულია და ბათქაში ცვივა. სიძველის გამო სცენისა და ოთახების იატაკის ნაწილი დაიშალა. ჭერის ჩანგრევის საშიშროების მიზეზით, თეატრის თანამშრომლები ოთახების დიდი ნაწილით ვერ სარგებლობენ. მსახიობებს კი საგრიმიორო არ გააჩნიათ.