კაია კალასი: აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა გამოცემა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს და ევროკავშირი არ მოსწონს.

კალასის თქმით, აშშ-ის მიდგომა ევროკავშირის მიმართ ჰგავს იმ ტაქტიკას, რომელსაც ევროკავშირის მოწინააღმდეგეები იყენებენ.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ, რომ გაყოს ევროპა. მათ ევროკავშირი არ მოსწონთ“, – თქვა კალასმა.

მისი აზრით, ევროკავშირის ქვეყნებმა ტრამპთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებას არ უნდა ეცადონ.

“ამის ნაცვლად, მათ ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან ერთად ყოფნის შემთხვევაში ჩვენ თანაბარი ძალები ვართ“, – აცხადებს ის.

აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები მან აღწერა, როგორც „ძალიან რთული“.

„თუ თქვენ გაეცნობით [აშშ-ის] ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას, ვფიქრობ, არავითარი ილუზიის შექმნა არ დაგჭირდებათ“, – თქვა კალასმა.

თავდაცვის საკითხზე კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ამერიკისგან სამხედრო ტექნიკის შეძენა კვლავ სჭირდება, რადგან ევროპას საჭირო რესურსები და შესაძლებლობები ჯერ არ აქვს. მანვე დაამატა, რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიაშიც მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები