ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა 

ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 20 წლის ლიკა ტალახაძემ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები