თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთის ტოკატის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების მართვის სამსახურის (AFAD) ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბიძგების ეპიცენტრი ნიკსარის რაიონში მდებარეობდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6.37 კმ სიღრმეზე იყო.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფთჩიმ განაცხადა, რომ უარყოფითი შედეგები არ დაფიქსირებულა.

ამ ეტაპზე ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები