რუსი დეპუტატი ევრომაიდნის ლიდერების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვს

  უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი დეპუტატი იან ზელინსკი უკრაინული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის რუსეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვს. რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სახელზე აღნიშნული მოთხოვნით მიმართვა დაწერა. “ევრომაიდნის ლიდერების ანტირუსული რიტორიკა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ რუსეთმა მათთვის საზღვარი უნდა ჩაკეტოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა განიხილონ ეს წინადადება და შეაფასონ, რამდენად სასურველია რუსეთისთვის ისეთი უცხოელი სტუმრები, როგორიც ევრომაიდნის ლიდერები არიან”, – აცხადებს იან ზელინსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები