კიევში მომიტინგეებმა ახალი ბარიკადები აღმართეს

   კიევში, მაიდანზე შეკრებილმა მომიტინგეებმა, ინსტიტუტის ქუჩიდან მეტროსადგურ “კრეშატიკის” ზედა გასასვლელამდე ახალი ბარიკადები აღმართეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა ბარიკადების აღსამართად მეტალის კონსტრუქცია, საგზაო ნიშნები და ბლოკები გამოიყენეს. დემონსტრანტებმა ღამის განმავლობაში “კრეშატიკზე “ მდებარე აგროპოლიტიკის სამინისტროს შენობაც დაიკავეს. გრუშევსკის ქუჩაზე კი რამდენიმე ასეული მომიტინგე იმყოფება. იქ ამ დრომდე სიმშვიდეა. ძალადობრივი ქმედებები არც მომიტინგეების და არც ძალოვანების მხრიდან არ შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები