უკრაინის პრემიერ – მინისტრი: უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა
უკრაინის პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი აზაროვის განცხადებით, კიევის მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა,- ამის შესახებ აზაროვმა დავოსში განაცხადა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მაიდანზე მიმდინარე აქცია მშვიდობიანად ვერ ჩაითვლება იმდენად, რამდენადაც დემონსტრანტები იყენებენ “მოლოტოვის კოქტეილებს”, იჭრებიან სახელმწიფო დაწესებულებებში და სხვა სამართალდარღვევებს სჩადიან. “უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა. ყველამ, ვინც მხარს უჭერს ამ გადატრიალებას, ნათლად უნდა განაცხადოს – “დიახ, ჩვენ უკრაინის კანონიერი ხელისუფლების განდევნის მომხრე ვართ”- და არ დაიმალოს მშვიდობიანი მომიტინგეების უკან”, – განაცხადა აზაროვმა.