დავით ზურაბიშვილი: სამშენებლო კომპანია „m2” პარლამენტს ულტიმატუმს უყენებს

სამშენებლო კომპანია „m2”ითხოვს ნებართვას ხეების მოჭრაზე, ან უარეს შემთხვევაში ამას ბიზნესის შევიწროებად თვლის, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს წევრმა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
საკრებულოში გუშინ ფრაქცია “რესპუბლიკელებმა” ბრიფინგი გამართეს, სადაც სამშენებლო კომპანია „m2”-ის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმაურნენ.
ზურაბიშვილი სამშენებლო კომპანიის მოთხოვნებს ულტიმატუმად აფასებს.
„m2”-ის ხელმძღვანელობამ პარლამენტს გაუგზავნა წერილი, სადაც ითხოვენ მოეხსნათ გადასახადი დაავადებული ხეების მოჭრაზე და მეორე, რასაც ითხოვდნენ იყო ის, რომ გარკვეული რეგულაციები გამარტივდეს იმ მოტივით, რომ თითქოს ბიზნესს ეშლება ხელი. ამ კომპანიის მხრიდან ისეთი რიტორიკა იგრძნობოდა, რომ თუ ხის მოჭრის უფლებას არ მისცემენ, ამით ბიზნესს ეშლება ხელი.პარლამენტი საერთოდ არ ჩქარობს საკანონმდებლო ინიციატივების პროექტად შეცვლას, მაგრამ ეს ინიციატივა, როგორც კი წინადადების სახით შევიდა პარლამენტში, უკვე გავიდა კომიტეტზე და მიეცა მსვლელობა. ეს არ უნდა გახდეს ლობირების საგანი. მერია და საკრებულო კი ამ სიტუაციას პასიურად უყურებს. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ საკრებულომ მიმართოს პარლამენტს და არ იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული, რადგან ჩვენ სწორედ პრობლემა გვაქვს მწვანე ნარგავების და არც საფასურის მოხსნა არ შეიძლება ავადმყოფ ხეებზე, რადგან აქ დაინერგება პრაქტიკა ხეების ხელოვნურად დაავადების,“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები