ალექსანდრე კობაიძე: დაკავებულია არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელსაც მსუბუქი მუხლით პატიმრობა შეუფარდეს

„სოლიდარობის“ ხელმძღვანელი მორის კურტანიძე არის მსხვერპლი-ამის შესახებ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
კობაიძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაკავება პოლიციასთან დაახლოებული პირის ჩვენების საფუძველზე კანონდარღვევით მოხდა.
კობაიძე იმ დეტალებს ჰყვება, რის საფუძველზეც კურტანიძის დაკავება მოხდა.
„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მორის კურტანიძე თავად არის დაზარალებული, მან შეიძინა ქალბატონისგან ავტომანქანა, რომელიც აღმოჩნდა ნაკლით და ამის შემდეგ მოითხოვა თანხის დაბრუნება, როცა ქალბატონმა უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე, კურტანიძემ მას უჩივლა, საპასუხოდ კი იგი მუქარისთვის დააკავეს, თავად ბრალდება არის მსუბუქი, მაგრამ კურტანიძეს შეეფარდა პატიმრობა.
მსგავსი ტენდენციები საკმაოდ ხშირია, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი პოლიციელის ახლობელი. ჩვენი ორგანიზაცია აპირებს ოჯახთან ერთად აქციების გამართვას, რათა ეს დარღვევები, რაც მისი დაკავების დროს მოხდა, ყველასთვის გახდეს ცნობილი,”-განაცხადა ლექსო კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები