შს მინისტრი: ჟურნალისტის შესაძლო ცემის ფაქტი, დადასტურების შემთხვევაში, რეაგირების გარეშე არ დარჩება

ჟურნალისტის შესაძლო ცემის ფაქტი, დადასტურების შემთხვევაში, რეაგირების გარეშე არ დარჩება“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომში, ჟურნალისტის ცემასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრმა პირობა დადო, რომ თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდება, პოლიციელი პასუხს უმკაცრესად აგებს.
„თუ დადასტურდა ის, რასაც ეს ადამიანი ამბობს, უმკაცრესად აგებს პასუხს ის პოლიციელი, რომელმაც ეს ჩაიდინა. ამის პირობას გაძლევთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
ტელეკომპანია „იბერიას“ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები