ქუცნაშვილი გვენეტაძეს – 295 პროდუქტიდან შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე, რაც გაიაფდა ჩვენს სამშობლოში?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვით მიმართა:
”ბატონო კობა, 295 პროდუქტიდან შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე, რაც გაიაფდა ჩვენს სამშობლოში? მე მაინტერესებს ამ პოლიტიკის წარმოების შედეგად, რომელი პროდუქცია გაიაფდა. მე ძალიან მომწონს თქვენი აკადემიური განათლება. პირადად დაგიჭირეთ მხარი, როცა პრეზიდენტი გახდით, მაგრამ ვატყობ, რომ ამ სიტუაციაში საზოგადოებაში არსებულ დაძაბულ ფონზე აუცილებელია, თქვენი, რაც შეიძლება პრინციპული პოზიციის ქონა და მეტი გამჭვირვალობა. ჩემი მოწოდება და თხოვნაა, იქნებ გაასაჯაროოთ ის სამუშაო შეხვედრები, რომელსაც თქვენ ატარებთ წამყვანი ბანკების ხელმძღვანელებთან და ამ შეხვედრების გასაჯაროებით, საზოგადოებაში შეიტანოთ მეტი სიცხადე იმის თაობაზე, თუ როგორ მართავს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფულად საკრედიტო პოლიტიკას, რადგან დახურულ კარს მიღმა მუშაობა და ბრიფინგები თვეში ერთხელ, ვერ შველის საზოგადოებაში დაძაბულობის მოხსნას, ამიტომ აუცილებელია თქვენი გააქტიურება”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ხდება გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა, მაგრამ ამავე დროს გარკვეულ პროდუქტებზე ფასების შემცირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები