ნილ სკოტი: საქართველო სირიის საკითხში რიგ დონეზე შეიძლება ჩართული იყოს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ სირიაში ადგილი აქვს ჰუმანიტარული პრინციპების გათელვას. ტრაგიკულია, რომ 2016 წელს ჩვენ გავხდით ჰუმანიტარული სამართლის გაუსაძლისი დარღვევების მოწმეები, – ამის შესახებ გაეროს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ნილ სკოტმა განაცხადა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველო კარგად ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები სირიაში.
როგორც სკოტმა აღნიშნა, საქართველო სირიის საკითხში რიგ დონეზე შეიძლება ჩართული იყოს.
„საქართველო შეიძლება ჩართული იყოს რიგ დონეზე. საქართველო გაეროს ძალიან აქტიური წევრია, ძალიან ეფექტურად მუშაობს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ახლა საქართველო ადამიანის უფლებების საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, საქართველო კარგად ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები სირიაში. სხვა ასპექტი ის არის, რომ ახლა ჰუმანიტარულ ოპერაციას აქვს ადგილი სირიაში და ნებისმიერი დახმარება ქართველი ხალხისგან ღირებული იქნება“, – დასძინა ნილ სკოტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები