თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, საბურთალოს რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მცხოვრებლებს. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო კი, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ლისის (ნაწილობრივ) და მინდელის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის (ორხევი) ქუჩის მცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, 8 მარტის, გერცენის, ბროსეს, თაბუკაშვილის, ლაღიძის და ქუთათელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები