დიდთოვლობამ ზემო აჭარაში პრობლემები შექმნა, ზვავი ჩამოწვა მესტია-ჯვარის ცენტრალურ გზაზეც
ხულოში მოსულმა უხვმა ნალექმა ზვავი გამოიწვია. აჭარის მსგავსად, დიდთოვლობის გამო ზვავი მესტია-ჯვარის ცენტრალურ გზაზეც ჩამოწვა.
დიდთოვლობის გამო, ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში მოხუცი ცოლ-ქმრის საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცოლ-ქმარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
გადაუღებელმა თოვამ ზემო აჭარაში ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.
როგორც “კვირას“ ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, ამ დროისათვის ელექტროენერგია მოსახლეობის 50% -ს მიეწოდება.
მისივე თქმით, ადგილზე თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.
ზემო აჭარაში ამ დრომდე ინტენსიურად თოვს.