რუსთაველზე გამართული აქციის დროს 2 პირი დააკავეს

რუსთაველზე გამართული აქციის დროს 2 პირი დააკავეს. მათ ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
ისინი აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია ცდილობდა, აქციის მონაწილეებისთვის გზის გადაკეტვის საშუალება არ მიეცა.
დაკავებულების ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები