სვანეთში გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, რუდლოფ ა. და ირაკლი ნ. გამოიკითხნენ, რომლებიც აღნიშნულ მასალაში ფიგურირებდნენ. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
„გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. რუდოლფ ა.-მ აღნიშნა, რომ მის მიმართ მუქარა, ზეწოლა, ძალადობა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განხორციელებულა და   მას პრეტენზია ირაკლი ნ.-ს მიმართ არ გააჩნია“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი სვანური კოშკების ფონზე შიშველი დგას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის და განსაკუთრებით კი  სვანების უკმაყოფილება გამოიწვია.
აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე დღეში, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ადგილობრივები რუდოლფ ა.-სთან მიღწეულ ურთიერთშეთანხმებაზე საუბრობენ. ახალგაზრდა მამაკაცი კი ვიდეოში საჯაროდ ბოდიშს იხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები