ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილე, 50 -მდე ახალგაზრდა პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, რომ დაიწყონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით.
აქცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მისი სახელწოდებაა “დეკრიმინალიზაცია 2016”.
მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს თარიღი უნდა იქცეს 10-წლიანი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სიმბოლური დასასრულის დღედ.
როგორც “თეთრი ხმაურის” მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, დღეს ისინი გამართავენ მშვიდობიან აქციას, ელექტროაკუსტიკური მუსიკის სტუდიის წარმომადგენლები აუდიოინსტალაციას შეასრულებენ, შემდეგ მთავრობას მიმართავენ, აქციის ბოლოს კი პარლამენტის შენობის წინ  ბანერს გაშლიან, რომელზეც მათი მთავარი გზავნილი იქნება დაფიქსირებული.

ბექა წიქარიშვილის განცხადებით, არსებული პრობლემა ციხითა და რეპრესიული მექანიზმებით არ მოგვარდება.

“საჭიროა რაციონალური გადაწყვეტილების მიღება და ჯანმრთელობის მიდგომებზე გადასვლა, პოლიციური მიდგომები მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ნარკოპოლიტიკას და კარგს არაფერს შვრება”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები