ავტოდილერებმა და ავტომფლობელებმა აქცია გამართეს, ისინი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან

ავტოდილერებისა და ავტომფლობელების აქცია თბილისში, პარლამენტის შენობასთან დასრულებულია. აქციის მონაწილეები დიღომში, ოლიმპიურ არენასთან შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობასთან მსვლელობა მოაწყვეს. ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას მანქანებით წრეს უვლიდნენ და საყვირების ხმით აპროტესტებდნენ ავტომანქანებზე და ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდას. მათ პარლამენტის შენობას რამდენიმე წრე შემოუარეს.
ანალოგიური აქცია ქუთაისშიც გამართა. მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მძღოლებმა ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდასა და საწვავის ფასების მატებას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მძღოლები მასობრივ და მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციებს გამართავენ. ,,ვაპროტესტებთ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდას. ეს ყველაფერი, საბოლოდ, საწვავზე ფასების მატებასა და შესაბამისად, მთლიანად ქვეყანაში ყველა პროდუქტის ღირებულების ფასების გაზრდას გამოიწვევს. თუ ხელისუფლება დროულად არ მოვა გონს, აუცილებლად გავმართავთ ფართომასშტაბიან აქციებს და გავაგრძელებთ მანამდე, სანამ შედეგს არ მივაღწევთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები