„ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა, ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის გზები მათთან ერთად განიხილა. ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ურბანული სივრცეების მოწყობა და ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მისი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებია.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ზაქარია წიკლაურმა ადგილობრივების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, პარლამენტის სამგორის რაიონის დელეგატი, სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარისხის კონტროლის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, სამგორის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე იოსებ ბურდულაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები