ირაკლი კობახიძე – გარე დაკვეთისა და პროვოკაციების მთავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანას რამენაირად მცირე შეფერხება მაინც შექმნან, რასაც ვერ მიაღწევენ, ქვეყანა ყველა მიმართულებით ვითარდება
პროვოკაციებს აქვთ ერთი მარტივი მიზეზი, რამენაირად დაბრკოლებები შეუქმნან ქვეყნის განვითარებას, თუმცა ამას ვერ ეღირსებიან, – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა ვითარდება და გარე დაკვეთით მოქმედი პირები მიზანს ვერ მიაღწევენ.
„ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა ვითარდება, ჩვენი ქალაქი, სოფლები ვითარდება, მაგრამ გარე დაკვეთის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანას რამენაირად მცირე შეფერხება მაინც შეუქმნან, რასაც ვერ მიაღწევენ,”- განაცხადა პრემიერმა.