ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახალქალაქობა 2025-ს შეუერთდა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას, ახალქალაქობა 2025-ს შეუერთდა.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის სტენდზე წარმოდგენილი იყო სკოლის ბრენდირებული ნივთები და საინფორმაციო ბუკლეტები. სტენდი მოინახულეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზაალ გელაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სამველ მანუკიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

ჟვანიას სკოლის დირექტორმა, დავით გიორგაძემ სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა.

ამასთანავე, სკოლის წარმომადგენლები პოტენციურ ბენეფიციარებს გაესაუბრნენ და მსურველები ადგილზე დაარეგისტრირეს.

ჟვანიას სკოლის მსმენელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წახალისების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა. გამარჯვებულებს სკოლის ბრენდირებული ნივთები გადაეცათ საჩუქრად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები