“კონგრესის პრესტიჟის საკითხია, არ მიიღონ ქართველი ხალხის მიმართ მტრული აქტი – იმ ხალხისა, რომელმაც, ამერიკელებთან ერთად, რჩეული ვაჟკაცები შესწირა ავღანეთში ომს” – პაპუაშვილი
“თავად კონგრესის პრესტიჟის საკითხია, არ მიიღონ ქართველი ხალხის მიმართ მტრული აქტი, იმ ხალხისა, რომელმაც, ამერიკელებთან ერთად, რჩეული ვაჟკაცები შესწირა ავღანეთში ომს”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„საერთო ჯამში, ეს არის თავად აშშ-ის და კონგრესის პრესტიჟის საკითხი, რომ არ მიიღონ ქართველი ხალხის მიმართ მტრული აქტი. იმ ხალხის მიმართ, რომელმაც 30-ზე მეტი რჩეული ვაჟკაცი შესწირა, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, ავღანეთში ომს. როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა იმალებოდა ან თავის ქვეყანაში, ან შტაბში, ჩვენი, ქართველი ხალხი გაჰყვა მათ ამ ომში და ამ ხალხის წინააღმდეგ მტრული აქტის მიღება, უპირველეს ყოვლისა, კონგრესის პრესტიჟს დაარტყამს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.