“თინა ხიდაშელი ფინანსდება ტაივანის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებისგან; ეს ყველაფერი არის მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული” – შარმანაშვილი

“თინა ხიდაშელი ფინანსდება ტაივანის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებისგან – ანტიჩინური კამპანია. ეს ყველაფერი არის მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, შესაძლებელია იმის ნახვა, ევროკავშირის რამდენ მაღალი დონის ქვეყნებს აქვს სტრატეგიული ურთიერთობები ჩინეთთან.

“რა თქმა უნდა, სასაცილოდ გამოიყურება ის მცირე ურთიერთობები, სამწუხაროდ, რომელიც აქვს ჩინეთთან ჯერ კიდევ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაორმაგდება, გასამმაგდება და კიდევ უფრო მეტიც იქნება. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ინტერესი. ასეთ დიდ პოტენციალის მქონე ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობებისა და სხვა ურთიერთობების გაღრმავება, ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისია, ისევე, როგორც ამერიკისთვის, იმიტომ აქვს ასობით მილიარდიანი ბრუნვა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომელთაც, ასევე, ასობით მილიარდიანი ბრუნვა აქვთ მათთან,” – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები