გენერალური აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ ნოდარ ჯავახიშვილი ინიშნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გენერალური აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას მოადგილედ ინიშნება. ინფორმაცია “კვირას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესცენტრში დაუდასტურეს.
როგორც აუდიტის სამსახურში განმარტავენ, ნოდარ ჯავახიშვილის აღნიშნულ პოსტზე დანიშვნა ირაკლი კობახიძის რეკომენდაციით მოხდა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას შორის შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის ეფექტურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო. გაიმართა კონსულტაციები გენერალური აუდიტის სამსახურის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ კანდიდატებთან დაკავშირებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები