პოლიციის ავტობუსზე თავდასხმის გამო კიევში 20 დემონსტრანტი დააკავეს

ევრომაიდნის აქციის მონაწილეები კიევის პოლიციის ავტობუსს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავთა ავტობუსს აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დაესხა თავს. სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცებმა ბეისბოლის ბიტებით ჩაამსხვრიეს ავტობუსის მინები და ქვები ესროლეს მას. ხულიგნური თავდასხმის შედეგად „ბერკუტის“ ერთ-ერთ თანამშრომელს ფეხი მოტყდა. უკრაინის სამართალდამცავებმა თავდასხმაში მონაწილე 20 პირი დააკავეს. დაკავებულებს ხულიგნობა და სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. დაკავებულთათვის წაყენებული ბრალი თავისუფლების 6 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევის დროს სამართალდამცავებმა მათი განიარაღება შეძლეს. ჩხრეკისას მათ, ბიტებთან ერთად, დანებიც აღმოაჩნდათ. ნიღბიანი თავდამსხმელები ჯავშანჟილეტებით იყვნენ შემოსილი.1615222_702143093163871_262970142_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები