აშშ-ში მარტინ ლუთერ კინგის დღე აღნიშნეს

  აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მარტინ ლუთერ კინგის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა. ქვეყნის ლიდერი, ოჯახთან ერთად, ვაშინგტონის ცენტრალურ საქველმოქმედო სამზარეულოს ესტუმრა და უსახლკარო მოქალაქეებს საკვები დაურიგა. ტრადიციულ აქციაში, ქვეყნის პირველ პირთან და პირველ ლედისთან ერთად, ათობით მოხალისე მონაწილეობდა. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ვაშინგტონის ცენტრალური სამზარეულო გაჭირვებულ ადამიანებს ყოველდღიურად 5000 უფასო ულუფით უმასპინძლდება. წელს საქველმოქმედო დაწესებულება დაარსებიდან 25-ე წლისთავს აღნიშნავს. მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრნენ ბარაკ ობამას მთავრობის სხვა წევრებიც. ვაშინგტონის მერმა ვინცენტ გრეიმ დედაქალაქში მარტინ ლუთერ კინგის მემორიალი გვირგვინით შეამკო. მოგვიანებით კი ვიცე – პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტრადიციულ საუზმეზე სიტყვით გამოვიდა. თანასწორობისთვის მებრძოლი მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მოკლეს. ადმიანის უფლებების დამცველს 1963 წელს სამშვიდობო დარგში ნობელის პრემია გადაეცა, 1983 წელს კი, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს, მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღე ფედერალურ დღესასწაულად გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები