„მოსკოველი ქალბატონი  10 წლის შვილთან ერთად სასწრაფოდ თბილისში გამოემგზავრა, რათა ჩემს გამოფენას დასწრებოდა“…

ნადია ბებო ღიღილოსფერი თვალებითზუსტად ასეთი ბებო მყავს“, „ეს პაპაჩემის ჩოჩორია, კუკურა და ზედ ჩემი ძმაა შემომჯდარი“… „ბავშვობაში ასეთი მეგონა ანგელოზი“… ამ ნახატებში ყველა ვიპოვე ბებოც, ბაბუც, დედაც, შვილებიც, თავიც ყველას გვხატავ, ლამაზებს და თბილებს… „ყველაზე თბილი და საოცარი მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე“, – ასე უყვართ და  ეფერებიან მის სამყაროს.  და ეს მხატვარი დღეს რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია.
13412063_1236348706376381_9017043112323013348_o
ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ნახატებში ასახულია თქვენი ბავშვობის მოგონებები, რომლებიც გენატრებათ
ჩემი ბავშვობა, შეიძლება ითქვას, უღრუბლო იყო, მყავდა მოსიყვარულე დედა, მამა, ძმა, ბებია-ბაბუები, ნათესავები და მეგობრები.  იყო სიმშვიდე და სიყვარული, თუმცა ამ ყველაფერს ახლდა ბავშვური განცდებიც.
საიდან, რომელი სამყაროდან მოდიან თქვენი მოხუცები და ბავშვები? ბავშვები, ერთი შეხედვით, ბავშვები არიან, ვიზუალურად, მაგრამ უფრო დიდი ადამიანების სევდით
– ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მოხუცები და ბავშვები განსაკუთრებულები არიან, მათ მე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აღვიქვამ. ამიტომაც არის, რომ ბევრი ადამიანი ამ პერსონაჟებში საკუთარ ბავშვობას, ან თავიანთ ბებიებს და ბაბუებს პოულობს.
ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ჩემს ნახატებში ბავშვებს დიდი ადამიანების სევდა აქვთ, ეს ბავშვური სევდაა,  პატარებმაც იციან დარდი და განცდა. ზოგისთვის ბავშვი მარტო სიცილთან და მხიარულებასთან ასოცირდება, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, დარწმუნებული ვარ, ბევრი განცდები გქონდათ.
მე, ბებიის შეკერილ კაბაში, როცა ვიყავი 5-ის“ – ასე ჰქვია ერთ ნახატს. ნინო ჩაკვეტაძის ოცნება ბებიის შეკერილ კაბაში842968_567002749977650_656384968_o
– ამ სურათის დახატვა ფოტომ შთამაგონა, რომელიც 5 წლის ასაკში გადამიღეს. ზუსტად ასეთი კაბა მაცვია ფოტოზეც, რომელიც ჩემმა ბებიამ შემიკერა. ბავშვობაში ერთი ბებია მიქსოვდა, მეორე ბებო მიკერავდა. დღემდე მახსოვს მომენტები, როდესაც ბებია კერვის დროს კაბას მაზომებდა. კაბის სიგრძეს აუცილებლად მარაგით შემოუკეცავდა, რათა დაგრძელების საშუალება ყოფილიყო, ბავშვები ხომ მალე ვიზრდებოდით…
ჩემს წარმოსახვაში ეს ჩემი დედულეთის სახლია ლეჩხუმში, როცა უტკბილესი ბებიაბაბუა გარდაიცვალნენ, სოფლად ძველებურად აღარ მიგვიხაროდა, არადა ფუძის ანგელოზი, ჩვენი ანცობისა და ჟრიამულის თვითმხილველი, დადარდიანებული, დაჟინებით გველოდა თურმე
ამ ნახატმა ძველი ფოტოსურათი გამახსენა, რომელზეც ჩემს ძმებთან ერთად ვარ გადაღებული. ვარცხნილობაც იგივე მაქვს, ჩემი პატარა ძმა კი ჩიტის მოლოდინშია“… 
„ცხოვრება უფრო მშვიდი და ტკბილი ხდება, როდესაც თქვენს ნახატებს ვუყურებ“…
თქვენი ნახატები ძალიან თბილი და ყველა თავის ბავშვობას ხედავსამას  ეს გამოხმაურებებიც მოწმობს ფეისბუქი. როგორ ახერხებთ, რომ ადამიბმა საკუთარი თავი იპოვონ თქვენს სამყაროში?  ანუ, რომ იყოთ გულწრფელი დაძალიან ნათელი და სუფთა სამყარო მოგქონდეთ?
  ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის განსაკუთრებული ხერხები მჭირდება, ვხატავ იმას, რაც მსიამოვნებს, ჩემთვის ამის კეთება ძალიან ბუნებრივია, ალბათ ამიტომაც გამოდის გულწრფელი ნახატები.
 თქვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები10455024_826388654039057_8242186906608520968_o
მყავს ძალიან კარგი მშობლები, დედა მზია კაპანაძე პედაგოგია, მამა ოთარ ჩაკვეტაძე მშენებელი-ინჟინერი. მყავდა უსაყვარლესი ბებიები და ბაბუები, ამიტომაც მენატრებიან ასე და ხშირად ჩემს ნახატებშიც ჩნდებიან.
აი, ხომ უძირო სევდაა განფენილი ყველგან, მაინც უჩინრად პეპელები დაფრინავენ და გაზაფხული რიალებსეს თქვენეული ხელწერაამხოლოდ ნინო ჩაკვეტაძისეული
–  რთულია საკუთარი ნახატების შეფასება, ვფიქრობ, მიუხედავად სევდიანი თვალებისა, იმედი მაინც ჩვენთანაა.
დათუნიები, ბუები, ჩოჩრებითუ არ ვცდები, ბუებს ხშირად ხატავთდათუნიებსაც...
–  მიყვარს მათი ხატვა უბრალო მიზეზის გამო, ისინი ხომ ძალიან საყვარლები არიან.
რატომ არის აქცენტი თვალებზე გადატანილი
-„თვალები სულის სარკეა“, – ნათქვამია, ვფიქრობ, მართალია, თვალებში ჩანს ადამიანის ხასიათი, მისი კეთილი თუ ბოროტი ზრახვები.  თვალები ყოველთვის სიმართლეს იტყვიან.
ანგელოზებიროგორები არიან ნინო ჩაკვეტაძის ანგელოზები?1025312_634692279875363_1975030707_o
– ჩემი ანგელოზები არიან გულწრფელები, სუფთა, ნათელი თვალებით… მათში სიკეთე, სიყვარული და იმედი სუნთქავს.
ამბავი, რაც თქვენს მხატვრობას უკავშირდება
– ჩემი ცხოვრება მთლიანად მხატვრობას უკავშირდება, ბევრ საინტერესო ამბავსაც შევსწრებივარ, თუმცა ამ წამს გამახსენდა მოსკოველი ქალბატონი, რომელმაც ჩემი ნახატების ნახვის შემდეგ, სასწრაფოდ აიღო ბილეთი და 10 წლის შვილთან ერთად თბილისში გამოემგზავრა, რათა ჩემს გამოფენას დასწრებოდა. ასეთი ფაქტები ძალას მმატებს და ხატვის სურვილსაც მიძლიერებს.
გურამ პეტრიაშვილიპატარა ქალაქის ზღაპრები... ამ ნახატებმა ბავშვობა გამახსენა, მსგავსი ნახატებით იყო დასურათებული მაშინდელი საბავშვო წიგნები და ჟურნალები“! – ვკითხულობ ერთ კომენტარს თქვენ მიერ დასურათებული გურამ პეტრიაშვილის წიგნის გარეკანის ნახატზე...
– ამ წიგნის გაფორმება თვითონ გურამ პეტრიაშვილმა შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ძალიან მიყვარს მისი ზღაპრები. ვფიქრობ, კარგი წიგნი გამოვიდა. ასევე გაფორმებული მაქვს რამდინემი საბავშვო წიგნი. ამ საქმიანობას დღემდე ვაგრძელებ, ამჟამად ვაფორმებ ანე-კატარინე ვესტლის „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანას“ მეხუთე წიგნს.
 გალერეანოჩა“ – სამომავლო გეგმები11402854_1020638887947365_3952679954024772429_o
–  ნოჩა ჩემი სახელის და გვარის შერწყმაა, ჩემმა მეუღლემ მოიფიქრა დიდი ხნის წინ, ნახატებზეც ხელს ასე ვაწერ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გალერეისთვის „ნოჩა“ დაგვერქმია.
დეკემბრის დასაწყისში მე და ჩემს მეგობარ ბუბა არაბულს გამოფენა გვაქვს ლიტვის ქალაქ კაუნასში.
ფერებიძალიან  სადა, ფაქიზი და მშვიდია.
– მიყვარს ბუნებრივი, არამყვირალა ფერები, განსაკუთრებით მწვანე ფერის გარკვეული ტონალობები.
 ოცნება, რომელიც აუხდენელი დაგრჩათ?
–   იმედია, ოცნებები აუხდენელი არ დამრჩება, წინ ჯერ კიდევ მთელი ცხოვრებაა.
ოჯახი, მეუღლე, შვილებიროგორ უთავსებს ნინო ჩაკვეტაძე ერთმანეთს მხატვრობას და ოჯახს?
– რადგან ჩემი სამუშაო ადგილი ჩემს ბინაშია, ოჯახური საქმეების და მხატვრობის შეთავსება არ მიჭირს. შემიძლია რაღაც დროით ხატვა შევწყვიტო და სხვა საქმეს მივხედო. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში გვაქვს.

თამარ შაიშმელაშვილი

 

8597_624705940873997_1110407933_n

468681_622878267723431_1675967077_o

 

558217_397981306879796_1875924097_n      1072614_643066695704588_48610664_o

541370_397267910284469_2008829273_n     981288_632467350097856_598284446_o

10496957_825157860828803_8950215743595031433_o    10549932_835390163138906_3687579362887969158_o

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები