თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მინისტრობის კანდიდატებზე თავდასხმით უმტკიცებთ ვიღაცას ოდესაში, რომ „ნაციონალები“ ხართ

„ქართული ოცნების“ მინისტრობის კანდიდატებზე თავდასხმით, უმტკიცებთ ვიღაცას ოდესაში, რომ „ნაციონალები“ ხართ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმცირესობის მისამართით განაცხადა.
წულუკიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო სასამართლოების სისტემას ვეღარ აკონტროლებს და დაზაფრულები არიან.
„მესმის, თქვენ გწყინთ, რომ ვეღარ აკონტროლებთ საერთო სასამართლოების სისტემას, ეს ძალიან დიდი ტკივილია თქვენთვის. ასევე, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, რომ ვერ ათამაშეთ ბოლომდე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო თქვენს ჭკუაზე და ის გეგმა ვერ განახორციელეთ, რომ საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, აგეყირავებინათ ქვეყანაში სიტუაცია. მესმის, რომ დღეს თქვენ სასამართლოს ვეღარ აკონტროლებთ და ხართ დაზაფრულები. კიდევ ბევრი მიზეზი გაქვთ, რომ იყოთ დაზაფრულები. ახლა, „ქართული ოცნების“ მინისტრობის კანდიდატებზე თავდასხმით, უმტკიცებთ ვიღაცას ოდესაში, რომ „ნაციონალები ხართ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები