,,ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ. ევროკავშირის ელჩს დღემდე ერთი სიტყვა არ უთქვამს, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები პოლიციის წინააღმდეგ აირწინაღებით დარბოდნენ, ერთი სიტყვით არ დაუგმია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობრივი პროტესტი ქართული კულტურის ნაწილად არ იქცევა.
„დღეს გამოდის ევროკომისარი და ამბობს, რომ ამ მოძალადეებს კიდევ ფული უნდა დავუმატოთო, რაც შეიძლება ბევრი ფული, რომ ასეთი ძალადობა განმეორდეს. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ძალადობა ქართული კულტურის ნაწილად აქციოს. ყველამ დაიტოვოს ეს ძალადობა ბერლინში, პარიზში – თავის დედაქალაქებში. ქართული კულტურის ნაწილად ძალადობრივი პროტესტი არ იქცევა. ეს არის ის ევროპა, რომელიც ზოგიერთს უნდა, რომ შემოიტანოს – თავისთვის დაიტოვონ კარგი რაღაცები და ჩვენ ევროპა შემოგვასაღონ: პოლიციელზე ძალადობა, პარლამენტის შენობაზე შტურმი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.