მერცი – გერმანია შეეცდება, აშშ დაარწმუნოს, რომ სამხრეთ აფრიკა G20-ის სამიტზე მიიწვიოს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ G20-ის ყველა წევრი, მათ შორის სამხრეთ აფრიკა, მომავალ წელს ფლორიდაში დაგეგმილ სამიტზე უნდა მიიწვიონ.

ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე მერცმა გააკრიტიკა აშშ-ის ადმინისტრაციის არყოფნა გასულ შაბათ-კვირას და ტრამპის განცხადება, რომ სამხრეთ აფრიკა მომავალ წელს სამიტზე არ მიიწვიეს.

“ვწუხვარ, რომ ამერიკის მთავრობა არ იმყოფებოდა გასულ შაბათ-კვირას იოჰანესბურგში გამართულ დიდი ოცეულის შეხვედრაზე. აშშ-ის ადმინისტრაცია ზედმეტად კარგავს გავლენას, მათ შორის მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, – თქვა მერცმა.

მისივე თქმით, ის ამ საკითხს ტრამპთან მომავალ სატელეფონო ზარებსა და შეხვედრებზე წამოჭრის.

„ვეცდები დავარწმუნო აშშ-ის პრეზიდენტი, რომ კარგი იქნებოდა, მომავალი წლის სამიტზე დიდი ოცეულის ყველა წევრი აშშ-ში მიწვეულიყო, რადგან ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მრავალმხრივი ფორმატია“, – განაცხადა მერცმა.

მან ხაზი გაუსვა ისეთი საერთაშორისო ფორუმების მთლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას, როგორიცაა G20 და G7.

„ჩემი აზრით, G7 და G20 არის ფორმატები, რომლებიც საფუძვლიანი მიზეზის გარეშე არ უნდა შემცირდეს. ისინი მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მივიღებ აშშ-ის პრეზიდენტის მოწვევას. ამასობაში, ჩვენ ვეცდებით დავარწმუნოთ იგი, რომ სამხრეთ აფრიკის მთავრობაც მოიწვიოს“,- თქვა მერცმა.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა 2026 წელს ფლორიდაში გასამართ G20-ის სამიტზე არ იქნება მიწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები