დავით მათიკაშვილი: დასავლეთიდან ასეთი მქუხარე განცხადებები, რომ ისმის ეს იმის მანიშნებელია, რომ რადიკალებს შემოაკლდათ ძალა და საჭიროებენ სიცრუეზე აგებულ მხარდაჭერას

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

„დასავლეთიდან ასეთი მქუხარე და ხმამაღალი განცხადებები, რომ ისმის ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში, ადგილობრივ რადიკალებს შემოაკლდათ ძალა, შემოაკლდათ მაცოცხლებელი ენერგია და საჭიროებენ ობიექტურობისგან დაცლილ, ტყუილებზე და სიცრუეზე აგებულ მხარდაჭერას.

მამაცი ქართველი ხალხი ნახვა თუ უნდათ 17 მაისს ნახონ თბილისის ქუჩები, ნახონ გამოსული ქართველობა. ნახონ ეროვნულ ღირებულებებს, როგორ იცავს ქართველი ხალხი. ხოლო ეს ერთი მუჭა რადიკალები ყოველდღიურად, რომ მიდი-მოდიან რუსთაველის გამზირზე ისინი ვერაფრით ვერ ასახავენ ქართველი ხალხის ნება-სურვილს ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებლითაც კი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენერგარდი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამაცი ქართველები ყოველდღე აგრძელებენ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოყენებას. მისივე თქმით, ისინი დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები