შალვა პაპუაშვილი: გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა ხელისუფლებაში მოსვლა

,,გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა აქ, ხელისუფლებაში მოსვლა, რაზე უნდა ვისაუბროთ, საერთოდ. უკვე სასაცილო გახდა ეს ორგანიზაცია. ნებისმიერი პარტია, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, მას არანაირი მომავალი არ აქვს იმიტომ, რომ შხამიანი თესლიდან მხოლოდ მწარე ნაყოფი გამოდის”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიტიკიდან და პარტია, „გახარია საქართველოდან“ ზაზა თავაძის წასვლას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გასაგებია პროცესები, რომელიც გახარიას პარტიაში მიმდინარეობს.

„რა უნდა ვთქვათ, პარტია, რომლის თავმჯდომარეც ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა აქ, ხელისუფლებაში მოსვლა, რაზე უნდა ვისაუბროთ, საერთოდ. უკვე სასაცილო გახდა ეს ორგანიზაცია, ამიტომ გასაგებია რომ ასეთი პროცესები იქნება პარტიაში.

ესენი იყვნენ ამ პარტიის სახეები: ზაზა თავაძე, ნათია მეზვრიშვილი, თეონა აქუბარდია და ყველამ დატოვა. მხოლოდ თავად გახარია, როგორც ვთქვით, გერმანიაში სწავლობს თუ ასწავლის ვერ გავერკვიეთ, მაგრამ სტიპენდიატი რომ არის, ამ ყველაფერში გავერკვიეთ. სასაცილო არის.

ნებისმიერი პარტია, ორგანიზაცია, ჯგუფი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც ღალატის საწყისში დგას, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, იმ პარტიას, იმ გაერთიანებას, იმ კავშირს არანაირი მომავალი არ აქვს იმიტომ, რომ შხამიანი თესლიდან მხოლოდ მწარე ნაყოფი გამოდის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები