,,ჩვენი პროგნოზით, ლარი ფართო სტაბილურობას შეინარჩუნებს“ – Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი

„ჩვენი პროგნოზით, ლარი ფართო სტაბილურობას შეინარჩუნებს“, – ამის შესახებ Fitch Ratings – ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა, არვინდ რამაკრიშნანმა “ბიემჯისთან” ინტერვიუში განაცხადა.

„როგორც იცით, ეროვნულმა ბანკმა წელს დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი შეისყიდა, მაგრამ ლარმა სიმყარე მაინც შეინარჩუნა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – ერთია ძლიერი ფულადი ნაკადები ეკონომიკაში; მეორეა ტექნიკური მოცემულობა. მაგ., უცხოური ვალუტის შესყიდვის-გაყიდვის წესები. BMatch პლატფორმის წესების მიხედვით, სებ-ი ვერ შეისყიდის ვალუტას, თუ ტრენდი გაუფასურებისკენაა; მესამეა დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებაც, რაც უფრო მეტ უცხოურ ვალუტას ათავისუფლებს საბანკო სისტემაში; დაბოლოს, ამას პირდაპირ მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ბოლო პერიოდში სუსტი დოლარიც ლარს ირიბად დამატებით აძლიერებს“, – აღნიშნა არვინდ რამაკრიშნანმა.

მისივე თქმით, გაცვლით კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს საკრედიტო დინამიკისთვის, რადგან ქვეყნის ვალის დაახლოებით 70% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები