ტრამპი: ცხოველი, რომელმაც გვარდიის წევრები დაჭრა, თავადაც დაჭრილია – ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის

ცხოველი, რომელმაც ორი ეროვნული გვარდიის წევრი დაჭრა – ორივე კრიტიკულად არის დაჭრილი და ამჟამად ორ სხვადასხვა საავადმყოფოში იმყოფება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თავდამსხმელი თავადაც დაჭრილია, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის.

„ცხოველი, რომელმაც ორი ეროვნული გვარდიის წევრი დაჭრა, ორივე კრიტიკულად არის დაჭრილი და ამჟამად ორ სხვადასხვა საავადმყოფოში იმყოფება. თავადაც მძიმედ არის დაჭრილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიდი ეროვნული გვარდია და ჩვენი ყველა სამხედრო და სამართალდამცავი ორგანო. ესენი ნამდვილად შესანიშნავი ადამიანები არიან. მე, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ყველა, ვინც დაკავშირებულია პრეზიდენტის ოფისთან, თქვენთან ვარ!“, – წერს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები