“საქართველოს ბანკები და ეროვნული ბანკი საკმაოდ მკაცრად იცავენ დასავლურ სანქციებს რუსულ სუბიექტებთან მიმართებით,”- ამის შესახებ Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა, არვინდ რამაკრიშნანმა “ბიემჯისთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი აცხადებს, მნიშვნელოვანია ევროპული, ამერიკული და ბრიტანული სანქციების დაცვა, რადგან პირველ რიგში, სანქციები შეიძლება შეეხოს საბანკო სექტორს და მეორეც, სანქციებმა შეიძლება შეამციროს ქვეყანაში კაპიტალის შემოდინება.
„საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონის თუ სხვა ქვეყნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული, ამერიკული და ბრიტანული სანქციების დაცვა, რადგან პირველ რიგში, სანქციები შეიძლება შეეხოს საბანკო სექტორს და მეორეც, სანქციებმა შეიძლება შეამციროს ქვეყანაში კაპიტალის შემოდინება“, – აცხადებს Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი, არვინდ რამაკრიშნანი.
