შალვა პაპუაშვილი: „ნაცი“ რუსთაველზეც „ნაცია“, სტადიონზეც „ნაცია“ და სპორტის სასახლეშიც „ნაცია“
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კალათბურთელ გიორგი შერმადინის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გადახდილი მადლობის ფონზე მაყურებელთა მხრიდან სტვენასა და შეძახილებს გამოეხმაურა.
„ნაცი“ „ნაცია“, „ნაცი“ რუსთაველზეც „ნაცია“, სტადიონზეც „ნაცია“ და სპორტის სასახლეშიც „ნაცია“. „ნაცს“ რა უნდა უთხრა, როდესაც ამ დროს რამდენიმე ათეული ადამიანი რაღაც ასეთ საქციელს სჩადის, რა უნდა ველაპარაკოთ? „ნაცი“ „ნაცია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, თბილისში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, უკრაინასთან მატჩში ანგარიშით 79:92 დამარცხდა. ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელიც სანაკრებო კარიერას ასრულებს. მატჩის შემდეგ სამადლობელი სიტყვის დროს, გიორგი შერმადინმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რასაც დარბაზში მყოფი გულშემატკივრის ნაწილის უკმაყოფილება და სტვენა მოჰყვა.