მხატვარი დიმიტრი ერისთავი თბილისის საპატიო მოქალაქეა

ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოება ცნობილი მხატვარს დიმიტრი ერისთავს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მიღებას ულოცავს.
„მადლიერებას ვუხდით ქალაქ თბილისის მერს ბატონ დავით ნარმანიას, მერის მოადგილეს ქალბატონ ნინა ხატიკაცს და თბილისის საქალაქო სამსახურს, რომ გათვალისწინებულ იქნა ალექსანდრე ქართველის საზოგადოების შუამდგომლობა ბატონ დიმიტრისთვის ამ წოდების მინიჭების შესახებ. ეს ნამდვილად კარგი საჩუქარია ბატონ დიმიტრითვის, რადგან წელს იგი იუბილარია, მას 85 წელი შეუსრულდა.
ნიშანდობლივია, რომ წლევანდელი წელი არის საიუბილეო როგორც ბატონი დიმიტრისთვის ასევე მისი საამაყო ბიძის – ალექსანდრე ქარელისთვისაც. წელს ალექსანდრე ქართველს დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდა.
დიმიტრი ერისთავის ღვაწლი ხელოვნებაში ყველასთვის ცნობილია. იგი არის ცნობილი ქართველ მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურიატი, საქართველოს სახალხო მხატვარი. 1957 წლიდან – საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ცნობილ გამოფენაში. ასევე არის მრავალი ცნობილი ქართული ფილმის მხატვარი, როგორიცაა: ყვარყვარე, გზა მშვიდობისა ჯაყო, იყო შაშვი მგალობელი, არაჩვეულებრივი გამოფენა, გიორგობის თვე, მე, ბებია, ილიკო და ილარიონი და სხვა.
დიმიტრი ერისთავი გარდა იმისა, რომ გახლავთ ლეგენდარული ამერიკელი–ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) დის შვილი, ამავდროულად იგი არის ალესანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი. დასაფასებელია მისი წვლილი ალექსანდრე ქართველის სახელის პოპულარიზაციის საქმეში. კიდევ ერთხელ მადლობა თბილისელებს დამსახურებული ადამიანის დაფასებისთვის“, – აღნიშნულია ალექსანდრე ქართველის საზოგადოების წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები