“სამგორის” მეტროში მამაკაცი გარდაიცვალა

მეტროსადგურ „სამგორში“ შუახნის ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდარის გამო აღნიშნულმა მეტროსადგურმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც შვილთან ერთად მგზავრობდა, ვაგონში ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის ბაქანზე გადმოიყვანეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“ამ დროისთვის სამგორის მეტროს ბაქანზე მატარებელი არ ჩერდება, ვინაიდან ადგილზე ექსპერტი უნდა მივიდეს და ექსპერტიზა ჩატარდეს. როცა შესაბამისი პროცედურები დასრულდება და მამაკაცს გადაასვენებენ, სამგორის მეტროში მატარებელი ჩვეულებრივ გაჩერდება”, – განაცხადეს მეტროს პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები