გიორგი გაბედავა: “ნაცები” საწერ კალმებს მირჭობდნენ ზურგში და ჩუმად მირტყამდნენ წიხლებს

“ნაცები” საწერ კალმებს მირჭობდნენ ზურგში და ჩუმად მირტყამდნენ წიხლებს“, – ამის შესახებ უფლებადამცველი გიორგი გაბადევა სოციალურ ქსელში, გუშინ ცესკოსთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით წერს.
„დამკითხეს და გადავყავართ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იმ პირის წინააღმდეგ ვინც მომეპარა და დამარტყა რაღაც საგანი. ჯერ ამ “ნაცების” “ქათამი” დედები ვატირე, 2 ადამიანს დაგვესია ორასი ტურა და პოლიციას როცა გამოვყავდი, მომეპარა მაღალი, სუსტი, შავგრემანი, ხუჭუჭთმიანი ახვარი, რაღაც ჩამარტყა თავში და ჩაიმალა, მანამდე კი “ნაცები” საწერ კალმებს მირჭობდნენ ზურგში და ჩუმად მირტყამდნენ წიხლებს.
ესენი ოპოზიციაში რეებს აკეთებენ და მთავრობაში რომ დაბრუნდნენ, ისევ ჩვენს ხოცვას დაიწყებენ ეს “ქათმები”. ჯერ 6 პოლიციელს მივყავარ და ხელს მირტყამს მაგის “ქათამი” დედას შ….ი მე“,-წერს გაბედავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით, ცესკოსთან აქცია გაიმართა, სადაც ორი პირი – გიორგი გაბედავა და ლევან მამულაშვილი დააკავეს. გიორგი გაბედავამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მიმართა და გირგვლიანის, ბუტა რობაქიძისა და სხვა გახმაურებული საქმეები შეახსენა. მასსა და “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც 2 პირის დაკავება მოჰყვა.

14502965_10208682836486011_380198591085641532_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები