ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ღარიბაშვილი წერს, მას სჯერა, რომ დღევანდელი დღე ქვეყნის გამარჯვებაა.
„ქართული ოცნების” თითოეულ წევრს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. მჯერა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, „TNS opinion”-ის კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 53,8 პროცენტი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები