თინა ხიდაშელი გიორგი ვაშაძის „სომხურ კარუსელზე” საუბრობს

ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დუშეთის საარჩევნო უბანზე, ე.წ. „სომხური კარუსელი“ გამოიყენეს. მაჟორიტარობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა გიორგი ვაშაძეს სოციალურ ქსელში „სომხური კარუსელის“ პროფესიონალი უწოდა.
„არა, კი არ გამოვრცხავ ამას და მგონია, რომ რაიონებში ნამდვილად მოხდება ასე, მაგრამ ვაშაძე რომ ლაპარაკობს “სომხურ კარუსელზე”, როგორი პროფესიონალიზმი ეტყობა, ხომ?!
იცის კაცმა, როგორ კეთდება”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები