“პოროშენკომ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას ხელი მოაწერა”

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია “ალიანსი – ახალი საქართველოს” ყოფილი თავმჯდომარე, 2009-2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს პოლიტიკური კონსულტანტი  ირაკლი გოგავა წერს.
“ახლახანს მაცნობეს უკრაინიდან, რომ დღეს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას, ცხადია, უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მიერ. ამ ბრძანებას პოროშენკო თავად გააცნობს სააკაშვილს ხვალ, როდესაც ის ოდესაში ჩავა! სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის პოსტზე ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ივანე პლაჩკოვი შეცვლის. ინფორმაცია არაოფიციალურია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები”, – წერს გოგავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები