“ვისაც საარჩევნო პერიოდი უნდა რომ სისხლიანად შეფასდეს, ეს იმის ინტერესშია”

გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების თემაზე “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წევრი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
“დავამატებდი, რომ ვისაც საარჩევნო პერიოდი უნდა რომ სისხლიანად შეფასდეს, იმის ინტერესებშია და მათთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიღუპება… ვინ დაშავდება… დანარჩენი გამოძიებამ დაადგინოს”,- წერს ლომჯარია.
როგორც ცნობილია, კოლმეურნეობის მოედანზე, დეპუტატის ავტომობილი აფეთქდა. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები