“თქვე პროვოკატორებო, მუხა რომ ესროლეთ ხალხით სავსე ავტობუსს გვახსოვს”!

გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების თემას სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ.
“საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია მომხდარს პროვოკაციას უწოდებს.
“ხურჩის შემქმნელებისგან, ახალი სერია ხვალაც იქნება ნეტავ? თქვე პროვოკატორებო მუხა რომ ესროლეთ ხალხით სავსე ავტობუსს გვახსოვს! იქნებ, კლასი მაინც ასწიოთ… ხვალაც იქნება ალბათ შემდეგი სერია! როგორც ხურჩაში და ახლაც უდანაშაულო ხალხს აზიანებთ მარა ფეხზე არ გკიდიათ?! ფუ თქვე ნაძირლებო”, – წერს ცაგურია.
კიდევ ერთი მომხმარებელი – Nikusha Marx წერს: ისე, სერიოზულად რომ შეხედო პოლიტიკურ პარტიებს, მოძრაობებს, როგორც წესი, პოლიტიკური მოქმედებების ინსტრუმენტები ერთნაირი აქვთ, “ნაცების დროს”, ოპოზიციას აქციების და კარვების გარდა, ინსტრუმენტი არ ჰქონია, მაგ, ფანტაზიის არქონით ცნობილ თსუ-ს თვითმართველობას შიმშილობა ჰქონდა. “ნაცების” მთავარი იარაღი კი, ძირითადად, პროვოკაციები იყო, ჯერ კიდევ შორეულ 2000 -იანების დასაწყისში მათი ძირითადი ინსტრუმენტი, ჩხუბების ატეხვა და სხვა პროვოკაციები იყო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც გააგრძელეს ეს გზა და ხურჩის ინციდენტი ამის აპოგეა იყო.
მოკლედ, კუზიანს სამარე გაასწორებსო, თუმცა თუ კუზიანის გასწორების შანსი სამარეში მაინც არსებობს, “ნაცებს” ვერაფერი გამოასწორებს, ამიტომაც, იმ პირობებში როდესაც “ნაცების” გაფარჩაკებამდე დათვლილი საათები რჩება, უფანზატიო ხალხმა ისევ ძველ მეთოდებს მიმართა. ახლა მთავარი ისაა, რამდენად ააგდებენ იმ ხალხს ვის აგდებასაც პერიოდულად ახერხებენ”, – წერს ფეისბუქმომხმარებელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები