შალვა ოგბაიძე: თუ ვინმეს გაუხარდა ეს ტერაქტი, გაუხარდა “ნაციონალურ მოძრაობას”

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე დღეს საღამოს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ეხმაურება.
სოციალურ ქსელში ის სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ თუ ვინმეს გაუხარდა ეს ტერაქტი, გაუხარდა “ნაციონალურ მოძრაობას”.
“ამას ხომ მოხერხება უნდა, რომ ხალხი ლაპარაკობდეს მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალების მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე, თუმცაღა ეგ უდღეური სიკვდილისთვის მაინც არ ემეტებათ? ასე როგორ უნდა შეგელახოს ავტორიტეტი და ასე როგორ უნდა შეაძულო ადამიანებს თავი? P.S. თუ ვინმეს გაუხარდა ეგ ტერაქტი-გაუხარდა ნაციონალურ მოძრაობას”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ოგბაიძე.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა დღეს საღამოს აფეთქდა. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მოხდა.
ბოლო მონაცემებით დაშავებულია ოთხი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები