ზვიად ძიძიგური: დღეს მოარული ხმები გავიგონე, რომ პაატა ბურჭულაძემ თავად დატოვა პაატა ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძე არის სააკაშვილის პროექტი, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ხმები წაეღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პირველების“ ეთერში განაცხადა. ძიძიგური ბურჭულაძეს სააკაშვილის პროექტს უწოდებს და ბოკერიას განცხადებებს „ბაქიბუქად“ მოიხსენიებს.
„ცინიზმით არ ვლაპარაკობ, მაგრამ დღეს გავიგონე მოარული ხმები, რომ პაატა ბურჭულაძე თავად პაატა ბურჭულაძემ დატოვა, მაგრამ პირიქით მოხდა, რაც შეიერთეს “გირჩი”, აღმოჩნდა, რომ „ნაციონალების“ ხმები მიაქვს, მათივე კვლევებით, ალბათ. რაც შეეხება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დატოვებას აპირებს, ამაზე მხოლოდ უნდა გაიცინო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ ქართველ ხალხს მოენატრა პატიმრების გაუპატიურებები და ჩვენ გასაქცევად გვაქვს საქმე.
იმ ჩანაწერებშიც მხოლოდ მათი ისტერიული ტონი ჩანს, მათ იციან, წააგეს სამარცხვინოდ და ეს მათი განცხადებებიც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება“, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „პირველების“ ეთერში.ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ნებისმიერ მსხვერპლზე წავა.
“გავიხსენოთ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ , რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სააკაშვილი ითხოვდა ბარიკადებს, სისხლისღვრას, გვამს, თუ იქნებოდა ქალი უკეთესი, თუ ფეხმძიმე იქნებოდა, მთლად უკეთესი“, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ზვიად ძიძიგურმა „თავისუფალი ზონის“ წევრების მხრიდან მოძრაობის დატოვებაზეც გააკეთა კომენტარი, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მიერ მიცემულ დავალებაზე განცხადება „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები