“მემარცხენე ალიანსი” შალვა ნათელაშვილის დაკითხვას ითხოვს

“მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარემ, კახა ძაგანიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა.
ძაგანიას თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში დახურულ თათბირზე, თანაგუნდელებს არჩევნების დასრულების შემდეგ, ფულის სანაცვლოდ, ხალხის მობილიზება დაავალა. ძაგანიას თქმით, ნათელაშვილი შეკრულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის მითითებებს ასრულებს.
ძაგანიამ მთავარ პროკურატურას მოუწოდა, მისი განცხადების საფუძველზე დაკითხონ შალვა ნათელაშვილი და მოწმის სახით, თავად “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარეც.
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების აუდიოჩანაწერი 27 სექტემბერს გავრცელდა, სადაც თანაგუნდელები არჩევნებისთვის რევოლუციური ფონის შექმნის შესახებ საუბრობენ. გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები